LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება: მოვუწოდებ ყველა მხარეს დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ – ამაში მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება

149
ეუთო

საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, – ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ „ეს საქართველოს ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა“.

განცხადებაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი აღნიშნავს, რომ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ მოუწოდებს. ასამბლეის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ამაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება“

„ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ბევრი შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც ჩანს, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე მის გარეთ მყოფი პირები მუდმივად აქტიურად ურთიერთობენ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ. მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისკენ და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ. ამაში მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა პერე ჟოან პონსმა.

პრესრელიზის თანახმად, დელეგაცია მიესალმა ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებთან დაკავშირებით და იმას, რომ როცა ჩატარდება, შემდეგი არჩევნები უნდა შეესაბამებოდეს ეუთო-ს ვალდებულებებს. თუმცა, დელეგაციამ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ სცენაზე არსებული მწვავე პოლარიზაცია კვლავაც დაბრკოლებას წარმოადგენს ამ მიზნების მისაღწევად და დასძინა, რომ მომავალში ამომრჩევლები დააჯილდოებენ მათ, ვინც მათ კონსტრუქციულად მიჰყვება.

„ნათელია, რომ საქართველოში პოლიტიკასა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას თავისი პოტენციალის მიღწევაში. ჩვენი დელეგაცია პოლიტიკურად მრავალფეროვანია და ბევრ საკითხზე არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ერთად ვმუშაობთ. იგივეს ველით პოლიტიკური ლიდერებისგანაც საქართველოში“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრაკამ და დასძინა:

„კიდევ ერთხელ განვმარტოთ, როგორც ოქტომბერში: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების და პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოების მეშვეობით და არა მათი დამხობისკენ მიმართული ძალადობით“.

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ეუთო-ს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის თქმით, ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანას სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება.

ასევე აღნიშნა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებული შეშფოთება და მოუწოდა ხელისუფლებას, გამოესწორებინა ხარვეზები.

„პარტიების ან რეგულარული პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა წინსვლის გზა არ არის. ანალოგიურად, პოლიტიკა შესაბამის ინსტიტუტებში უნდა განხორციელდეს და არ შეიძლება, ბოიკოტი იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა“, – აღნიშნა ევროსიმა პეიოვიჩმა და ხელისუფლებას ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდა.

ირაკლი კობახიძე: „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან მზად ვართ ვიმსჯელოთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს“

პრესრელიზის თანახმად, დელეგაციამ ხელისუფლებას სთხოვა შეხვედრა იმ პირებთან, რომლებსაც ოპოზიციური ძალები პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ და სინანული გამოთქვეს, რომ ამ შემთხვევაში ეს შეუძლებელი იყო.

“ვიზიტის პირველ დღეს წევრები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გაემგზავრნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ აღნიშნეს, რომ ოკუპაციის გაგრძელების ჰუმანიტარული შედეგები საერთაშორისო შეშფოთების საგანად რჩება, – აღინიშნება განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს ეწვივნენ, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღნიშნეს, რომ მიმდინარე ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგები კვლავ საერთაშორისო შეშფოთების საგანია.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების თანახმად, აღნიშნული ვიზიტი ასამბლეის მხრიდან საქართველოსთან მუდმივი თანამშრომლობის ნაწილია, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვებისა და საპარლამენტო კოოპერაციის კუთხით.

გიორგი შარაშიძე: „ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეუთო, ვიზიტის შემდეგ, კრიტიკულ დასკვნას წარადგენს… ამ ვიზიტს „ოცნების“ ლეგიტიმაციის გარღვევაში არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ და ვერ ექნება“

განცხადების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ რამდენიმედღიანი ვიზიტის შედეგები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომასა და ჰააგაში, ყოველწლიურ სესიაზე განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g