LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევა ლონგორია ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

117

მსახიობმა ევა ლონგორიამ დემოკრატების ყრილობაზე აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მხარს ჰილარი კლინტონს უჭერს. ლონგორიას თქმით, ტრამპის განცხადება, რომ მექსიკელები მოძალადეები და კრიმინალები არიან, მისი პირადი შეურაცხყოფა იყო.

„მე დავიბადე ტეხასში, ერთ პატარა ქალაქში. ჩემს ოჯახს არასოდეს გადაუკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადაგვკვეთა ჩვენ. თუ გახსოვთ ისტორია, ტეხასი ოდესღაც მექსიკის ნაწილი იყო.

როდესაც ტრამპი ჩვენ კრიმინალებსა და მოძალადეებს გვიწოდებს, შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ მექსიკელებს, არამედ ამერიკელ ოჯახებსაც,“ – განაცხადა ლონგორიამ.

მსახიობის თქმით, იგი მეცხრე თაობის ამერიკელია და ტრამპის სიტყვები მისთვის პირადი შეურაცხყოფა იყო.

ევა ლონგორიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს ჰილარი კლინტონს, რადგან ჰილარი პრეზიდენტობის ერთადერთი კვალიფიციური კანდიდატია და ის თითოეული ამერიკელისთვის იბრძოლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g