LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევა ლონგორიასა და ვიქტორია ბექჰემის ხმაურიანი ღამე კანში

77

გუშინ საღამოს საფრანგეთში კანის 69-ე კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიების სტუმარი უამრავი ვარსკვლავი იყო, მათ შორის – ვიქტორია ბექჰემი და ევა ლონგორია. მართალია, წითელ ხალიჩაზე ერთად არ გამოჩენილან, თუმცა ღონისძიების დასრულების შემდეგ არ გაუშვეს შანსი, კარგად მოელხინათ.

ვიქტორიამ და ევამ მხიარული წვეულების ფოტოები „ინსტაგრამზე“ განათავსეს. ამასთან, მეგობრების მხიარული ღამე პაპარაცებმაც დააფიქსირეს,  ლონგორია ღვინოს მიირთმევდა, ბექჰემი კი – ტეკილას.

page

ამ დროს კი ვიქტორიას ქმარი, დევიდ ბექჰემი ლონდონში შვილებზე ზრუნვით იყო დაკავებული. ფეხბურთის ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ განათავსა მცირე ზომის ვიდეოჩანაწერი, რომელიც შვილთან, ჰარპერთან სეირნობისას გადაიღო.

 

Creating dreams and blowing the fairies away ❤️

A video posted by David Beckham (@davidbeckham) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g