ლაბორატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები – ამ ხედვით „ევექსმა“ სამედიცინო ბაზარზე ცოტა ხნის წინ ახალი ბრენდი „ევექსი ლაბი“ წარადგინა. ახალი ქსელი უკვე აერთიანებს თანამედროვე ლაბორატორიებს და განვითარების პირველივე ეტაპზე, ლიბერთისთან პარტნიორობის ფარგლებში, სოციალური ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებაც აამოქმედა.
ტატო თოდუა, „ევექსი ლაბის“ დეპარტამენტის უფროსი:
– „ევექსი ლაბი“, როგორც ახალი სამედიცინო ბრენდი, შეიქმნა იმისთვის, რომ თანამედროვე ლაბორატორიული მომსახურება მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტული გახდეს. დღეს უკვე პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კვლევის მაღალი ხარისხი, არამედ ის, რომ სერვისები მაქსიმალურად მოსახერხებელი და მორგებული იყოს მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება ჩვენი ახალი ბრენდის კონცეფცია „უფრო ახლოს“.

„ევექსი ლაბი“ აერთიანებს თანამედროვე ლაბორატორიების ქსელს და ამ ეტაპზე თბილისის სხვადასხვა უბანში, სახლთან თუ სამსახურთან უფრო ახლოს, მომხმარებლებს სთავაზობს 300-მდე ლაბორატორიულ სერვისს, კვირაში 7 დღე. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მომსახურება როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ასევე კერძო დაზღვევის შემთხვევაში.
– რას ნიშნავს პრაქტიკაში ლაბორატორიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა?
– კონცეფცია „უფრო ახლოს“ ჩვენთვის მხოლოდ ლოკაციას არ ნიშნავს, ის გამოხატავს ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რომელიც იწყება იქ, სადაც ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს. აქედან გამომდინარე, მომხმარებლებს, გარდა ახალი ფილიალებისა, ვთავაზობთ ბინაზე გამოძახების სერვისს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დროის ან გადაადგილების შეზღუდვის გამო ლაბორატორიაში მისვლას ვერ ახერხებს. ჩვენთვის ხელმისაწვდომობა ნიშნავს და ასე გვესმის, რომ ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურება ადამიანმა უნდა მიიღოს მისთვის ყველაზე მოსახერხებელი ფორმით – ფილიალში, საკუთარ სახლში თუ სამსახურში.

– რა სარგებელს მოუტანს მომხმარებლებს თქვენი და ლიბერთის თანამშრომლობა?
– ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ლიბერთისთან მრავალწლიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართოვდება და ახლა უკვე „ევექსი ლაბსაც“ მოიცავს. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა, ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუადვილოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
„ევექსი ლაბის“ ჩართულობით ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ლიბერთის სოციალური ბარათის ყველა მომხმარებლისთვის. მათ საშუალება ეძლევათ ისარგებლონ 30%-იანი ფასდაკლებით „ევექსი ლაბის“ ნებისმიერ ფილიალში ნებისმიერ კვლევაზე. შეთავაზებით სარგებლობა მარტივია – მომხმარებელმა მომსახურების საფასური ლიბერთის ტერმინალზე, ლიბერთის სოციალური ბარათით უნდა გადაიხადოს.

– როგორია „ევექსი ლაბის“ გაფართოების გეგმა?
– ამ ეტაპზე „ევექსი ლაბის“ 5 ლაბორატორია უკვე ფუნქციონირებს თბილისის სხვადასხვა უბანში, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. წლის ბოლომდე დამატებით 15 ლოკაციაზე ვგეგმავთ ლაბორატორიების გახსნას, მომავალში კი ქსელის ეტაპობრივი გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ მეტი ლოკაცია, არამედ ლაბორატორიული მომსახურების განსხვავებული გამოცდილება, მაღალი ხარისხის სტანდარტით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისებით. ზოგადად, „ევექსი ლაბი“ ეფუძნება ოთხ ძირითად ღირებულებას: ხელმისაწვდომობას, სანდოობას, სიზუსტესა და კომფორტს და ამ მიმართულებით უფრო ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას.