LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ|ქარდი – იყიდე ახლა, გადაიხადე მერე

678
დავით სულუაშვილი

2024 წლის მარტში ლიბერთიმ „რე ბანკის“ პროდუქტი – ტოპ|ქარდი და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა. ტოპ|ქარდის ლიბერთის სისტემაში ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდა და წარმატებით დასრულდა.

დავით სულუაშვილი, ლიბერთის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

ტოპ|ქარდიუნიკალური პროდუქტია – ის სტანდარტულ საკრედიტო ბარათსა და განვადებას აერთიანებს. მისი მეშვეობით წინასწარ, საპენსიო ასაკის დადგომამდე, შეგიძლიათ დაიმტკიცოთ 250-დან 15 000 ლარამდე სასურველი ლიმიტი და დაფარვისთვის შემოთავაზებულ ვადებით თანხა გამოიყენოთ ეფექტური 0%-ით. ტოპ|ქარდით გადაიხდით  სუპერმარკეტში, აფთიაქში, რესტორანში ან თუნდაც ონლაინ მაღაზიებში. ჩვენს პარტნიორ ობიექტში (და ჩვენი პარტნიორების რიცხვი 3000-მდეა), ვთქვათ, ელიტ ელექტრონიქსში, ნებისმიერი ნივთის შეძენისას თქვენ მიერ გადახდილი თანხა ავტომატურად გადანაწილდება 12 თვეზე და თუ მომხმარებელი რეკომენდებულ თანხას ყოველთვიურად კეთილსინდისიერად გადაიხდის, მას ბანკის მიმართ არანაირი საპროცენტო ხარჯი არ დაეკისრება, ანუ იქნება 0%-იანი განვადება, მაშინ, როცა სტანდარტული განვადებები არის, დაახლოებით, 20, 22, 24%-იანი და მხოლოდ სააქციო პერიოდებშია შემოთავაზებული 0%-იანი განვადება. ხოლო თუ მომხმარებელი ტოპ|ქარდით ჩვენს არაპარტნიორ ობიექტებში გადაიხდის, ამ შემთხვევაში მოქმედებს სტანდარტული ვადა – გადახდიდან 45 დღის თავზე თუ მომხმარებელი გადახდილ თანხას უკან დააბრუნებს, ანუ შეავსებს ლიმიტს, ასევე არ მოუწევს ბანკისთვის არანაირი საკომისიოს გადახდა  არც  პროცენტის, არც ჯარიმის სახით. აღსანიშნავია ისიც, რომ ტოპ|ქარდს არ აქვს წლიური საკომისიოც.

– ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რა სარგებელი აქვს ბანკს ტოპ|ქარდისგან?

– იმისთვის, რომ მომხმარებელს კომფორტი შევუქმნათ და მისგან არანაირი საკომისიო არ ავიღოთ, მერჩანტთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და ვცდილობთ, სხვა წყაროებით დავაბალანსოთ ის დანაკარგი, რაც მომხმარებლისგან პროცენტის სახით უნდა მიგვეღო. ვცდილობთ, მაგალითად, ფასდათმობის ნაწილში ისე შევთანხმდეთ, რომ ტოპ|ქარდით გადახდისას მომხმარებელს პროდუქტი არ გაუძვირდეს.

– რას ნიშნავს ტოპ|ქარდის ლიბერთი ბანკში მიგრაციის დასრულება?

– ტოპ|ქარდის შეძენა ჩვენ მარტში დავაანონსეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი იყო საჭირო ამ პროდუქტის ჩვენს სისტემაში ინტეგრაციისთვის. მიგრაცია დასრულდა 20 მაისს, 20 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში კი დაკვირვების რეჟიმში ვიყავით – მომხმარებლების არსებული აქტიური ანგარიშები ავტომატურად ხელმისაწვდომი გახდა ლიბერთიში, ასევე გავხსენით ახალი ანგარიშები, მოვამზადეთ ფიზიკური ბარათები, გავაფართოვეთ მერჩანტების ქსელი.

– როგორ შეიძლება გახდეს ლიბერთის კლიენტი ტოპ|ქარდის მომხმარებელი?

– ტოპ|ქარდის აღება შესაძლებელია შემდეგი არხებით: ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში, ლიბერთის განვადების მენეჯერთან ობიექტზე და დისტანციურად – სპეციალური ვებგვერდიდან ან ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან.

– ეს იმას ნიშნავს, რომ ციფრულ ფორმატშიცაა შესაძლებელი ოპერაციების შესრულება?

– დიახ. სტატისტიკისთვის უკვე 8500-მა უნიკალურმა მომხმარებელმა ძალიან მარტივად, სულ რამდენიმე წამში გაიაქტიურა ციფრული ტოპ|ქარდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები