უნგრეთმა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო, თან ეს მასზე მეტად ძლიერ გუნდად მიჩნეულ ავსტრიასთან გააკეთა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში მადიარებმა აშკარად უკეთ ითამაშეს და დამსახურებულადაც მოიგეს. ავსტრიელებს ორივე გოლი კონტრშეტევისას გაეპარათ, თავად კი მეორე ტაიმის შუიდან 10 კაცით მოუწიათ თამაში.
ავსტრია – უნგრეთი 0:2 (0:0)
ბორდო, „სტად დე ბორდო“
ავსტრია: ალმერი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, კლეინი, ფუჩსი, გაუმგარტლინგერი, ალაბა, იუნუზოვიჩი (საბიტზერი 59), ჰარნიკი (შჰოფი 77), არნაუტოვიჩი, იანკო (ოკოტე 65).
მწვრთნელი: მარსელ კოლერი
უნგრეთი: კირალი, ლანგი, გუზმიცსი, ფიოლა, კადარი, გერა, კლეინჰესლერი (შტიბერი 79), ნაგი, ნემეტი (პინტერი 79), ჯუჯაკი, შალაი (პრისკინი 69).
მწვრთნელი: ბერნდ შტოკი
გოლები: 0:1 შალაი (62), 0:2 შტიბერი (87)
გაფრთხილებები: დრაგოვიჩი – ნემეტი
გაძევება: დრაგოვიჩი (66)
მსაჯი: კლემენტ ტურპინი (საფრანგეთი)
https://www.youtube.com/watch?v=FmcUPfzUl_Q
