LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: ბელგია – ირლანდია 3:0 (ვიდეო)

52

ბელგიის ნაკრებმა, რომელმაც პირველი ტურის მატჩი იტალიასთან დათმო და 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. წაგების შემთხვევაში ”წითელ ეშმაკებს” ჯგუფში ჩარჩენა ელოდათ და ბუნებრივია, ეს კარგად იცოდა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა-მარკ ვილმოტსმა, რომელმაც ნულოვანი ფრით დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ ფეხბურთელების საბრძოლოდ განწყობა შეძლო. მეორე ნახევარში გულშემატკივრის წინაშე სრულიად სხვაგვარი ბელგია წარსდგა.

48-ე წუთზე ანგარიში რომელუ ლუკაკუმ გახსნა,რომელმაც კევინ დე ბრიუინის პასით გაიტანა.

61-ე წუთზე ბელგიელთა უპირატესობა ორ ბურთამდე აქსელ ვიტსელმა გაზარდა.

მატჩში საბოლოო ანგარიში ისევ ლუკაკუმ დააფიქსირა, რომელმაც ამჯერად ედენ აზარის პასი გამოიყენა და დუბლიც მიითვალა.

ორი ტურის შემდეგ ჯგუფს იტალია ლიდერობს, რომელმაც მომდევნო ეტაპის საგზური უკვე მოიპოვა. 3 ქულით მეორე ადგილს ბელგია იკავებს, შვედეთსა და ირლანდიას კი თითო ქულა აქვთ.  ბოლო ტურის მატჩები  E ჯგუფში 22 ივნისს გაიმართება.

ბელგია-ირლანდია 3:0 (0-0)

ბორდო, ”სტად დე ბორდო”

ბელგია: კურტუა; ალდერვაირელდი; ვერტონგენი; ვერმიოლენი; ვიტსელი; დე ბრიუინი; ლუკაკუ (ბენტეკე 82); აზარი;  კარასკო (მერტენსი 64); მიონიე; დემბელე (ნაინგოლანი 57)

მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი

ირლანდია: რენდოლფი; კოულმენი; კლარკი; ო’ში;  უელანი; მაკარტი (მაკლინი 62); ლონგი (კინი 82); ჰენდრიკი; უორდი; ბრეიდი; ჰულაჰანი(მაკ გიდი 72)

მწვრთნელი: მაიკლ ო’ნილი

გოლი: ლუკაკუ (48); (70); ვიტსელი (61)

გაფრთხილება: ვერმიოლენი – ჰენდრიკი

მთავარი არბიტრი: ქიუნეთ ჩაქირი

https://www.youtube.com/watch?v=qVLi50-Biyo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g