LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: ჩეხეთი – ხორვატია 2:2 (ვიდეო)

53

D ჯგუფის მეორე ტურის მატჩში გამარჯვება შეეძლო ხორვატიას, რომელიც ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

შეხვედრაში ანგარიში 37-ე წუთზე ივან პერიშიჩმა გახსნა, 59-ე წუთზე კი მცველების შეცდომით ივან რაკიტიჩმა ისარგებლა და ხორვატია ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა.

რაკიტიჩის გოლის შემდეგ ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პაველ ვრბამ პირველი ცვლილება გამოიყენა და მოედანზე მილან შკოდა გაიყვანა, რომელმაც არც ჩეხთა დამრიგებელს და არც გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუა და თამაშში ჩართვიდან ათიოდე წუთში ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე, 89-ე წუთზე შეძლეს, როდესაც ხორვატთა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა მინდორზე სამი წუთით ადრე გამოსულმა ტომას ნეციდმა.

საბოლოოოდ, მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა. მეორე ტურის შემდეგ ხორვატიამ ოთხი ქულა დააგროვა, ჩეხეთს კი მხოლოდ ერთი ქულა აქვს და შესაბამისად,მათი მომდევნო ეტაპზე ხილვა კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურის შეხვედრაში ჩეხეთი თურქეთს დაუპირისპირდება, ხორვატიას კი გაცილებით მძიმე მატჩი მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთთან ელის..

ჩეხეთი-ხორვატია 2:2 (0:1)

სენტ-ეტიენი,”სტად ჟოფრი გიშარი”

ჩეხეთი: ჩეხი; შივოკი; ლიმბერსკი; ჰუბნიკი; კადერაბეკი; როსიცკი; პლაშილი (ნეციდი 86); შკალაკი (შურალი 67);  კრეიჩი; დარიდა; ლაფატა (შკოდა 67).

მწვრთნელი: პაველ ვრბა

ხორვატია: სუბასიჩი; სრნა; ვიდა; სტრინიჩი (ვრსალიკო 90); ჩორლუკა; პერიშიცი; რაკიტიჩი (შილდენფილდი 90); ბროზოვიჩი; ბადეი; მოდრიჩი (კოვაჩიჩი 62); მანჯუკიჩი.

მწვრთნელი: ანტე კაჩიჩი

გოლები: 0:1  პერიშიჩი (37); 0:2 რაკიტიჩი (59); 1-2 შკოდა (76); 2-2 ნეციდი (პენ.89)

გაფრთხილება: ბადეი (14); შივოკი (72); ბროზოვიჩი (74); ვიდა (90).

მთავარი არბიტრი: მარკ კლატენბურგი

https://www.youtube.com/watch?v=rdpM_BYA9To

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g