LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: ჩრ. ირლანდია – გერმანია 0:1 (ვიდეო)

54

გერმანიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს თამაში მოიგო, თუმცა მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი კითხვებს ჯერ კიდევ ტოვებს და აშკარად შეიმჩნევა, რომ ეს ჯერ ბოლომდე ათამაშებული გერმანია არ არის. ბუნდესგუნდმა შეხვედრაში უამრავი მომენტი შექმნა, თუმცა მხოლოდ ერთის გამოყენებას დასჯერდა.
გერმანელებმა ამ ერთ თამაშში უფრო მეტი პასი გააკეთა, ვიდრე ჩრდილოეთ ირლანდიამ ჯგუფურ სამივე მატჩში ერთად აღებულმა.

ისე, მართლა ძალიან გაუმართლდა ჩრდილო ირლანდიელებს. ტურნირის დებიუტანტები სამი ქულით მერვედფინალში გავიდნენ, ამას კი თურქებს უნდა უმადლოდნენ.

ჩრ. ირლანდია – გერმანია 0:1 (0:1)
პარიზი. სტადიონი „პარკ დე პრენსი“.
ჩრ.ირლანდია: მაკგოვერნი, მაკაული, ჯონი ევანსი, სტივენ დევისი (კ), ვაშინგტონი (ლაფეტი, 59), კორი ევანსი (მაკგინი, 84), დალასი, ნორვუდი, ჰიუზი, უორდი (მაგენისი, 70), კათკარტი.

მწვრთნელი: მაიკლ ონილი.

გერმანია: ნოიერი (კ), ჰექტორი, კიმიხი, ჰუმელსი, ხედირა (შვაინშტაიგერი, 69), იოზილი, მიულერი, ბოატენგი (ჰიოვედესი, 76), კროოსი, გიოტცე (შიურლე, 55), გომესი.

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

გოლი: 0:1 გომესი (30)

მსაჯი: კლემან ტიურპენი (საფრანგეთი).

 

https://www.youtube.com/watch?v=zz3p26QzU1g

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g