LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: ესპანეთი – თურქეთი 3:0 (ვიდეო)

41

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა მერვედფინალის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა. “ფურია როხამ“ D ჯგუფის მეორე ტურის მატჩში, რომელიც ნიცას ალიანს რივიერაზე შედგა, თურქეთს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში ნოლიტოს პასით ალვარო მორატამ  34-ე წუთზე გახსნა, რასაც სამიოდ წუთში თავად ნოლიტოს გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ძალიან მალე, 48-ე წუთზე ალვარო მორატამ დუბლი გაიფორმა. ესპანეთის ნაკრები ამ დროისათვის მოპოვებული 6 ქულით ლიდერობს  D ჯგუფს. გუნდი მესამე ტურში მეორეადგილოსან ხორვატიასთან გაარკვევს ურთიერთობას,რომელსაც 4 ქულა აქვს. ჩეხეთი ერთი ქულით მესამე ადგილზეა, თურქეთი კი უქულოდაა და მეოთხე ადგილს იკავებს. ბოლო ტურის მატჩები D ჯგუფში 21 ივნისს გაიმართება.

ესპანეთი – თურქეთი 3:0 (2:0)

ნიცა, “ალიანს რივიერა“

ესპანეთი: დე ხეა; რამოსი; ხუანფრანი; ალბა (აზპილიკეტა 81); პიკე; ინიესტა; ბუსკეტსი; ფაბრეგასი (კოკე 71); ნოლიტო; სილვა (სორიანო 64); მორატა

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

თურქეთი: ბაბაკანი; ბალტა; გონული; ერკინი; ტოპალი; ტუფანი; ინანი (მალი 70); ოზიაკუპი (საჰანი 62);  ილმაზი; თურანი; კალჰანოღლუ (საჰინი 46)

მწვრთნელი: ფეთიჰ თერიმი

გოლები:  1:0  მორატა (34); 2:0  ნოლიტო (37); 3:0  მორატა (48).

გაფრთხილება: რამოსი (2); – ილმაზი (9); ტუფანი (41).

მთავარი არბიტრი: მილორად მაზიჩი

https://www.youtube.com/watch?v=aaO7nf0CFnU

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g