LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: გერმანია – იტალია 1:1 (პენ. 6:5) (ვიდეო)

83

ნერვების ომი გერმანიამ მოიგო. პრინციპში სულ მასე ხდება ხოლმე. ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში ბოლოს მაინც გერმანია იგებს. ახლაც გერმანელები პენალტების სერიას აგებდნენ, მაგრამ მაინც გამოძვრნენ.
გერმანიამ მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე გაიარა და ახლა მართლა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხდება მიუხედავად იმისა, რომ ნახევარფინალში დიდი ალბათობით მასპინძელი ელოდება. საფრანგეთი გერმანელებისთვის ყოველთვის სასიამოვნო ლუკმაა ხოლმე, თუმცა ამ ევროზე ისეთები ხდება, რომ ყველა ისტორიული კანონზომიერება ირღვევა.
თამაში კი სამწუხაროდ დიდი ვერაფერი გამოდგა, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. იყო ტაქტიკური ბრძოლა და ნაკლები რისკი, თუმცა მეორე ტაიმში გერმანიამ კონტექსტიდან ამოვარდნილი გოლი გაიტანა და ამას ბუნებრივია მოვლენების განვითარება უნდა შეეცვალა. იტალია თავქუდმოგლეჯილი არ გავარდნილა წინ, მაგრამ მაინც გაუმართლდა, როდესაც ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს (მოთამაშეს) ბოატენგს ბურთი გაშლილ ხელზე მოხვდა და ბონუჩიმ პენალტი გაიტანა. მერე საერთოდ პენალტების სერიამდე მიდგა საქმე, სადაც ნერვებმა იმდენი ქნა, რომ 5-დან ამ სუპერგუნდებმა მხოლოდ 2-2 გაიტანაეს. სულ კი 9-9 პენალტის დარტყმა გახდა საჭირო და როგორც ხდება ხოლმე წინ ისევ გერმანია წავიდა.

 

გერმანია – იტალია 1:1 პენ: 6:5 (0:0)
ბორდო, “სტად დე ბორდო”, 38 764 მაყურებელი

გერმანია: ნოიერი; ჰიოვედესი, ბოატენგი, ჰუმელსი; კიმიხი ჰექტორი; ხედირა (შვაინშტაიგერი 16), კროოსი, იოზილი, ჰექტორი; მიულერი, გომესი (დრაქსლერი 72)
მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

იტალია: ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი (ძაძა 120); ფლორენცი (დარმიანი 86), სტურარო, პაროლო, ჯაკერინი, დე შილიო; ედერი (ინსინიე 108), პელე
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 1:0 იოზილი (65), 1:1 ბონუჩი (78, პენ)
პენალტების სერია: 0:1 ინსინიე, 1:1 კროოსი, 1:1 ძაძა (ააცილა), 1:1 მიულერი (მეკარე), 1:2 ბარძალი, 1:2 იოზილი (ძელი), 1:2 პელე (ააცილა), 2:2 დრაქსლერი, 2:2 ბონუჩი (მეკარე), 2:2 შვაინშტაიგერი (ააცილა), 2:3 ჯაკერინი, 3:3 ჰუმელსი, 3:4 პაროლო, 4:4 კიმიხი, 4:5 დე შილიო, 5:5 ბოატენგი, 5:5 დარმიანი, 6:5 ჰექტორი

გაფრთხილება: ჰუმელსი (90), შვაინშტაიგერი (112) – სტურარო (56), დე შილიო (57), პაროლო (59), პელე (91), ჯაკერინი (103
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

 

https://www.youtube.com/watch?v=tQJST8Cx-ag

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g