LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: გერმანია – პოლონეთი 0:0 (ვიდეო)

40

პირდაპირ უნდა ითქვას: ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო თამაშმა მოლოდინი ვერ გაამართლა. გერმანია პრინციპში ბოლომდე არ ან ვერ გაიხსნა (გარისკა) და ამის გამო მატჩს ცოტა პეწი მოაკლდა, მით უმეტეს, რომ თავის მხრივ პოლონეთი ძალიან კარგად თამაშობდა, განსაკუთრებით დაცვაში და არც წინ წასვლას ერიდებოდა. საერთო ჯამში, თანაბარი თამაში გამოვიდა და ფრეც ლოგიკურია. საწყენია ის, რომ ეს არის პირველი მატჩი, რომელშიც გოლი არ გასულა, არადა გუნდების და ფეხბურთელების გათვალისწინებით, უგოლობა ამ შეხვედრაში არ უნდა ყოფილიყო.
გერმანია – პოლონეთი 0:0
პარიზი, სენ-დენი, სტად დე ფრანსი

გერმანია: ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი, ჰიოვედესი, ჰექტორი, მიულერი, ხედირა, კროოსი, დრაქსლერი (გომესი, 72), ოზილი, გოეტცე (შურლე, 66).
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

პოლონეთი: ფაბიანსკი, იედრჟეიჩიკი, პაზდანი, გლიკი, პიშჩეკი, მაჩინსკი (იოდლოვეცი, 76), კრიხოვიაკი, ბლაშჩიკოვსკი (კაპუსტკა, 80), გროსიცკი (პეშკო, 87), მილიკი, ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: ადამ ნავალკა

გაფრთხილება: ხედირა (4), ოზილი (34), მაჩინსკი (45), გროსიცკი (56), ბოატენგი (67), პეშკო (90).
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

 

https://www.youtube.com/watch?v=cciwZ4jm9U0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g