გერმანიამ ულაპარაკოდ და უშანსოდ მოიგო და ერთხელაც დაამტკიცა, რომ ტურნირის ფავორიტია. თანაც ბუნდესგუნდმა ეს ისე გააკეთა, რომ პრინციპში არც გაოფლიანებულა. მეორე ნახევარი გერმანელებმა უფრო სავარჯიშოდ გამოიყენეს და ფეხებსაც გაუფრთხილდნენ. თუმცა აწი ისევ სლოვაკეთი აღარ იქნება. მეოთხედფინალში გერმანიას მისთვის უხერხული მეტოქე შეხვდება: ან იტალია ან ესპანეთი. გერმანელებს არც ერთთან არ ულხინთ ხოლმე.
გერმანია – სლოვაკეთი 3:0 (2:0)
ლილი, “სტად პიერ მაროუ”.
გერმანია: ნოიერი, ბოატენგი (ჰიოვედესი 72), ჰუმელსი, ექტორი, კიმიხი, კროოსი, ხედირა (შვაინშტაიგერი 76), დრაქსლერი (პოდოლსკი 72), მიულერი, ოზილი, გომესი.
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
სლოვაკეთი: კოზაჩიკი, დურიცა, შკრტელი, პეკარიკი, გიომბერი (სალატა 84), სკრინიარი, ჰროსოვსკი, ჰამშიკი, ვაისი (გრეგუსი 46), კუჩკა, დურისი (სესტაკი 64).
მწვრთნელი: იან კოზაკი
გოლები: 1:0 ბოატენგი (8), 2:0 გომესი (43), 3:0 დრაქსლერი (63)
გაფრთხილებები: კიმიხი, ჰუმელსი – შკრტელი, კუჩკა
მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი
მე-13 წუთზე ოზილმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
https://www.youtube.com/watch?v=3eHVRx3gzus