LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: ინგლისი – უელსი 2:1 (ვიდეო)

85

ბრიტანული დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული და უშეღავათო გამოდგა. საბოლოოდ მაინც უფრო გამოცდილ ინგლისელებს გაუმართლდათ. მათ მატჩის ბედი მეორე ნახევარში შემოაბრუნეს და ეს იმის გამო, რომ როგორც იქნა როი ჰოჯსონმა კეთილი ინება და ჰარი კეინი გაიყვანა და მოედანზე ვარდი და სტარიჯი შეუშვა. სწორედ ამ ორმა ფეხბურთელმა გაიტანა ესოდენ მნიშვნელოვანი გოლები, თორემ ვინ იცის ინგლისს მორიგი სირცხვილი ეჭამა ჯგუფში ჩარჩენით. უელსი ქულას კი იმსახურებდა, თუმცა დებიუტანტებს ჯერაც მშვენიერი შანსი აქვთ ჯგუფიდან გასვლის. წინ მხოლოდ რუსეთია, რომელთანაც ფრეც დიდი ალბათობით საკმარისი იქნება.

სხვათა შორის, ეს იყო პირველი მატჩი ამ ევროზე, როდესაც ერთი გუნდი აგებდა, მაგრამ მაინც მოიგო და თამაში შემოაბრუნა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ინგლისელთა მცველი კაილ ოუკერი დაასახელეს.
ჯეიმი ვარდიმ ნაკრებში ბოლო 5 მატჩიდან მეოთხე გოლი გაიტანა.
რაშფორდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი, რომელმაც ევროზე ითამაშა.

 

ინგლისი – უელსი 2:1 (0:0)
ლანსი, ბოლარტ-დელელისი

ინგლისი: ჰარტი, კეჰილი, როუზი, ოუკერი, სმოლინგი, დაიერი, ლალანა (რაშფორდი, 73), სტერლინგი (სტარიჯი, 46), ალი, რუნი, კეინი (ვარდი, 46)
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

უელსი: ჰენესი, განტერი, ტეილორი, ეშლი უილიამსი, ჩესტერი, დევისი, ბეილი, ლედლი (ედვარდსი, 67), რობსონ-კანუ (უილიამსი, 46), ალენი,რემზი
მწვრთნელი: კრის კოულმენი

გოლები: ბეილი, 42; ვარდი, 56; სტარიჯი, 90

გაფრთხილება: დევისი
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

 

https://www.youtube.com/watch?v=JJm5JkFlLw0

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g