LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო-2016: ირლანდია – შვედეთი 1:1 (ვიდეო)

58

ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი გუნდების ჯგუფის მატჩმა ეს მოსაზრება ერთხელაც დაადასტურა. არცერთი არ ყოფილა წაგების ღირსი, თუმცა ირლანდია გოლის გატანამდე მაინც უფრო კარგი იყო. პირველ ტაიმშიც შექმნა რეალური მომენტები და მეორეშიც ჯობდა მეტოქეს, თუმცა ეს მხოლოდ მანამ, სანამ ანგარიშს არ გახსნიდა. შემდეგ კი უკვე შვედების ჯერი დადგა. სკანდინავიელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს და შემდეგ კინაღამ მოიგეს კიდეც თამაში. შეიძლება ითქვას, რომ ფრე მაინც ყველაზე სამართლიანი შედეგია.

 

ირლანდია – შვედეთი 1:1 (0:0)

სენ-დენი. სტადიონი „სტად დე ფრანსი“.

ირლანდია: რენდოლფი, კოულმენი, კლარკი, ოში (კ), ველანი, მაკარტი, ლონგი, ჰენდრიკი, უოლტერსი (მაკლინი, 65), ბრეიდი, ჰულაჰანი (კინი, 78).

მწვრთნელი: მარტინ ონილი.

შვედეთი: ისაქსონი, ლუსტიგი (იოჰანსონი, 46), გრანკვისტი, ოლსონი, ფორსბერგი, ლარსონი, კალსტრიომი, იბრაჰიმოვიჩი (კ), ბერგი (გუიდეტი, 60), ლინდელოფი, ლევიცკი (ეკდალი, 86).

მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი

გოლი: 1:0 ჰულაჰანი (48), 1:1 კლარკი (71, საკ.კარში).

გაფრთხილებები: მაკარტი (44), ლინდელოფი (61), ველანი (77).

მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი).

 

https://www.youtube.com/watch?v=FN0CZ25UBM4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g