ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი ისლანდიის ნაკრები ძალიან ახლოს იყო პირველ, ისტორიულ გამარჯვებასთან. მარსელის ”ველოდრომზე” გამართულ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ისლანდიისა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ანგარიში მე-40 წუთზე გაიხსნა. გილფი სიგურდსონმა უნგრელთა კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი გაიტანა და ისლანდია დააწინაურა. ანგარიში 88-ე წუთამდე შენარჩუნდა,შემდეგ კი ბირკირ სევარსონს არ გაუმართლა-მან ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა და უნგრეთს ქულის გადარჩენის საშუალება მისცა.ორი ტურის შემდეგ ისლანდიას 2,უნგრეთს კი 4 ქულა აქვს.დღეს F ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი შედგება,რომელშიც ერთმანეთს პორტუგალიისა და ავსტრიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან,ბოლო ტურის მატჩები კი 22 ივნისს გაიმართება.
ისლანდია-უნგრეთი 1:1 (1:0)
მარსელი, ”ველოდრომი”
ისლანდია: ჰალდორსონი; სევარსონი; სიგურდსონი; გუდმონდსონი; ბიარნასონი; სიგჰორსონი (გუდიონსენი 84); სიგურდსონი; არნასონი; ბოდვარსონი (ფინბოგასონი 69); გუნარსონი (ჰალფრედსონი 65); სკულასონი
მწვრთნელი: ლარს ლაგერბეკი
უნგრეთი: კირალი; ლანგი; კადარი; ჟუჟაკი; ნაგი; გერა; კლაინჰაისლერი; შტიბერი (ნიკოლიჩი 66); პრიშკინი (ბოდე 66); გუზმიჩი; იუჰაჟი (სზალაი 84)
მწვრთნელი: ბერნდ შტროკი
გოლები: 1:0 სიგურდონი( 40 პენ.) ; 1:1 სევარსონი (88 ა/გ)
გაფრთხილებები: გუდმუნდსონი (42); ფინბოგასონი (75); სევარსონი (77) – კადარი (81); კლაინჰაისლერი (83); ნაგი (90+1)
მთავარი არბიტრი: სერგეი კასარევი
https://www.youtube.com/watch?v=kwqd2w5yMfE
