იტალია ირლანდიასთან დიდ ტურნირებზე ხშირად ვერ იგებს ხოლმე, ახლა მით უმეტეს არ ჭირდებოდა და ამიტომ სულაც არ იყო გასაკვირი ის შედეგი, რომელიც დადგა. ბრძოლისუნარანმა ირლანდიამ გადამწყვეტი თამაში ბოლოსღა მოიგო და ურთულესი ჯგუფიდან მერვედფინალს უწია.
ანტონიო კონტემ, წინა მატჩთან შედარებით, 11-დან 8 ფეხბურთელი შეცვალა.
იტალია-ირლანდია 0:1
ლილი. “სტად პიერ მორუა”
გოლი: 0:1 ბრეიდი (85. ჰულაჰანი)
იტალია: სირიგუ – ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა – ბერნარდესკი (60. დარმიანი), სტურარო, მოტა, ფლორენცი, დე შილიო (82. ელ შაარავი) – იმობილე (74. ინსინიე), ძაძა
ირლანდია: რენდოლფი – კოულმენი, დაფი, კეო, უორდი – ჰენდრიკი, მაკარტი (77. ჰულაჰანი), ბრეიდი, მაკლინი – მარფი (70. მაკგიდი) – ლონგი (90. ქუინი)
გაფრთხილება: სირიგუ, ბარძალი, ძაძა, ინსინიე – უორდი, ლონგი
https://www.youtube.com/watch?v=A3XGFwrBrxM