იტალიამ მეორე მატჩიც მოიგო და ნაადრევად გაინაღდა მერვედფინალის საგზური. იტალია გრანდებს შორის ყველაზე მეტად ტოვებდა კითხვის ნიშნებს, მაგრამ ჯერჯერობით „სკუადრა აძურას“ ყველაფერი კარგად მისდის. ყოველ შემთხვევაში შედეგები მშვენიერია, მით უმეტეს იტალიელებს ჯერ გოლი არ გაუშვიათ. კატენაჩო მათი საფირმო კი გახლავთ, მაგრამ საუკეთესოდ დაკომპლექტებული ბელგიისგან და თვით ზლატანისგან თავს ისე რომ დაიცავ, რომ გოლს არ გაუშვებ, ეს ცოტას არ ნიშნავს. ბუნებრივია, იტალიას მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინ აქვს, თუმცა აპენინელებმა სკეპტიკოსები უკვე გააჩუმეს და აწი მეტოქეებიც კიდევ უფრო მეტი პატივისცემით მოექცევიან.
იტალია – შვედეთი 1:0 (0:0)
ტულუზა, “სტად დე ტულუზა”
იტალია: ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კანდრევა, პაროლო, დე როსი (ტიაგო მოტა 74), ჯაკერინი, ფლორენცი (სტურარო 85); ედერი, პელე (ძაძა 60)
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
შვედეთი: ისაკსონი; ლინდელოფი, იოჰანსონი, გრანქვისტი, ოლსონი; ლარსონი, ეკდალი (ლევიცკი 79), კალსტრომი, ფორსბერგი (დურმაზი 79); გუიდეტი (ბერგი 85), იბრაჰიმოვიჩი
მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი
გოლი: 1:0 ედერი (88)
გაფრთხილება: დე როსი (69), ბუფონი (90) – ოლსონი (90)
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
https://www.youtube.com/watch?v=ZzuBDozq7bE