LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: პოლონეთი – შვეიცარია 1:1 პენ. 5:4 (ვიდეო)

52

ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი პოლონეთი მეოთხედფინალშია. პრინციპში იგივეს თქმა მოგვიწევდა შვეიცარიას რომ მოეგო. არც ეს იქნებოდა გასაკვირი, რადგან ორი თანაბარი გუნდი შეხვდა ერთმანეთს და მოხდა ისე, რომ უფრო პოლონელებს გაუმართლდათ.
პირველი ტაიმი მათი უპირატესობით წარიმართა და ბლაშიკოვსკის გოლში აისახა. მეორე ნახევარში ბუნებრივია შვეიცარია უფრო გააქტიურდა და შაქირის ულამაზესი, დიდი ალბათობით ჩემპიონატის ყველაზე მაგარი გოლი გაიტანა.
დამატებით დროში მეტი შანსი ისევ შვეიცარიას ქონდა, მისი მეტოქე დაღლილი გამოიყურებოდა, თუმცა საქმე მაინც პენალტების სერიამდე მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიელთა მეკარე სომერი იცნობდა მიმართულებებს, პოლონეთმა მაინც ყველა გაიტანა, აი ჯაკამ კი ბურთი სადღაც, ხოლო თავისი გუნდი შინისაკენ მოისროლა.

შვეიცარია – პოლონეთი 1:1, 4:5 პენ. (0:1)
25 ივნისი. სენტ-ეტიენი. “ჟოფრუა-გიშარი”. 38 842

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, შერი, ჯურუ, როდრიგესი, შაქირი, ჯაკა, ბეჰრამი (ფერნანდესი 77), ჯემაილი (ემბოლო 58), მეჰმედი (დერდიოკი 70), სეფეროვიჩი
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

პოლონეთი: ფაბიანსკი, პიშჩეკი, პაზდანი, გლიკი, ენჯეიჩიკი, ბლაშჩიკოვსკი, მონჩინსკი (იოდლოვეცი 101), კრიხოვიაკი, გროშიცკი (პეშკო 104) , ლევანდოვსკი, მილიკი
მწვრთნელი: ადამ ნავალკა

გოლები: 0:1 ბლაშჩიკოვსკი (39), 1:1 შაქირი (82)

პენალტები: ლიხტშტაინერი 1:0, ლევანდოვსკი (1:1), ჯაკა (1:1, ააცილა), მილიკი (1:2), შაქირი (2:2), გლიკი (2:3), შერი (3:3), ბლაშჩიკოვსკი (3:4), როდრიგესი (4:4), კრიხოვიაკი (4:5)

გაფრთხილება: შერი (56), ჯურუ (117); მონჩინსკი (57), პაზდანი (111)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

https://www.youtube.com/watch?v=evY8L6n5hpg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g