პორტუგალიამ ისევ ვერ მოიგო. პარკ დე პრინსზე გამართული მატჩი, რომელშიც პორტუგალია ავსტრიას დაუპირისპირდა, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. პორტუგალიის ნაკრების ლიდერს, კრისტიანო რონალდოს გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი მატჩის 79-ე წუთზე მიეცა, როდესაც ნიკოლა რიცოლიმ ავსტრიელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, თუმცა რონალდომ პენალტის გატანა ვერ შეძლო.
ორი ტურის შემდეგ F ჯგუფს მოპოვებული 4 ქულით უნგრეთი ლიდერობს, 2-2 ქულა აქვთ ისლანდიასა და პორტუგალიას, 1 კი ავსტრიას. ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურის მატჩები 22 ივნისს შედგება. ბოლო ტურში პორტუგალია უნგრეთს,ისლანდია კი ავსტრიას შეხვდება.
პორტუგალია – ავსტრია 0:0 (0:0)
პარიზი,“პარკ დე პრინსი“
პორტუგალია: პატრისიო; გერერო; რ.კარვალიო; პეპე; ვიერინია; გომესი (ედერი 83); მოუტინიო; უ.კარვალიო; კერესმა (მარიო 71); რონალდო; ნანი (სილვა 89)
მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში
ავსტრია: ალმერი; კლაინი; პროდლი; ჰინტერეგერი; ფუქსი; ილზანკერი (ვიმერი 87); ბაუმგარტლინგერი; ჰარნიკი; ალაბა (შოპფი 65); არნაუტოვიჩი; ზაბიცერი (ჰინტერზეერი 85)
მწვრთნელი: მარსელ კოლერი
გაფრთხილება: კერეზმა (31); პეპე(40) – ჰარნიკი (47); ფუქსი (60); ჰინტერეგერი (78); შოპფი (86)
მთავარი არბიტრი: ნიკოლა რიცოლი
https://www.youtube.com/watch?v=YC5eXLlpfVU
