მერვედფინალური წყვილებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება პირდაპირ უნდა ითქვას, რომ არ გამოვიდა. არ გამოვიდა კი არა, საშინელი სანახავი იყო: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ის რად ღირს, რომ გუნდებს კარისკენ არცერთხელ არ დაურტყამთ. არადა, რა დონის ფეხბურთელები იყვნენ მოედანზე, კრიშტიანოზე ხომ ლაპარაკიც არ არის. მოკლედ, გუნდებმა გულშემატკივრები გააწბილეს, ზეპრაგმატული ფეხბურთი გააჩაღეს და მაინც… ფორტუნამ მოწყალე თვალით გადმოხდა პორტუგალიას, რომელიც დამატებითი დროის ბოლოსკენ მეტოქის მოშიშვლებული დაცვით ისარგებლა და მეოთხედფინალში გამყვანი გოლი გაიტანა.
ხორვატია – პორტუგალია 0:1 დ.დ. 0:0
ლანსი, “სტად ბოლერ-დელი”
ხორვატია: სუბაშიჩი, ვიდა, ჩორლუკა (კრამარიჩი 120), სრნა, სტრინიჩი, ბადელი, მოდრიჩი, პერიშიჩი, რაკიტიჩი (პიაცა 110), ბროზოვიჩი, მანძუკიჩი (კალინიჩი 88).
მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი
პორტუგალია: პატრისიო, პეპე, ფონტე, სოარეში, გერეირო, უ.კარვალიო, ა.სილვა (დ.პერეირა 108), გომეში (სანჩესი 50), მარიო (კვარეშმა 87), ნანი, რონალდო.
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
გოლი: კვარეშმა (117)
გაფრთხილება: უ.კარვალიო
მსაჯი: ველასკო კარბალიო
https://www.youtube.com/watch?v=cNyAGtwmHxI