LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: პორტუგალია – უნგრეთი 3:3 (ვიდეო)

79

პორტუგალიამ ბეწვის ხიდზე გაიარა: რონალდომ და სხვებმა ჯგუფში ვერცერთი თამაში ვერ მოიგეს, თუმცა ჯგუფიდან მაინც გავიდნენ: სამი მატჩი სამი ფრე არც თუ ყველაზე ძლიერ ჯგუფში. პორტუგალიას ასეთი თამაშით შორს წასვლა გაუჭირდება. პორტუგალია ორად გახლეჩილი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს: აქეთ რონალდო, იქით სხვები.

რონალდომ ევროპის ჩემპიონატზე მე-17 სარეკორდო მატჩი ითამაშა. პორტუგალიელმა ლილიან ტურამსა და ედვინ ვან დერ სარს გაუსწრო.

რონალდო პირველი ფეხბურთელია, ვინც ევროპის 4 ჩემპიონატში გაიტანა.

რონალდო ევროპის ჩემპიონატების ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა 8 გოლით. წინ მხოლოდ მიშელ პლატინია – 9 გოლი.
უნგრეთი-პორტუგალია 3:3
ლიონი. “სტად დე ლიონი”

გოლები: 1:0 გერა (19), 1:1 ნანი (42. რონალდო), 2:1 ჯუჯაკი (47), 2:2 რონალდო (50. მარიო), 3:2 ჯუჯაკი (55), 3:3 რონალდო (62. კვარეშმა)

უნგრეთი (4-2-3-1): კირაი – ლანგი, გუზმიჩი, იუჰასი, კორჰატი – გერა (46. ბესე), პინტერი – ჯუჯაკი, ელეკი, ლოვრენჩიჩი (83. შტიბერი) – სალაი (71. ნემეტი)

პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო – ვიეირინია, რიკარდო კარვალიო, პეპე, ელიზეუ – ანდრე გომეში (61. კვარეშმა), ვილიამ კარვალიო, ჟოაო მოუტინიო (46. რენატო სანჩესი), ჟოაო მარიო – ნანი (81. დანილო), რონალდო

გაფრთხილება: გუზმიჩი, იუჰასი, ჯუჯაკი, გერა

 

https://www.youtube.com/watch?v=uB0wG7RkIXk

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g