LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: რუმინეთი – ალბანეთი 0:1 (ვიდეო)

61

ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ალბანეთის ნაკრებმა ტურნირზე თავისი პირველი,ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჯფუგური ეტაპის ბოლო, მესამე ტურის დაწყებამდე ნათელი იყო, რომ რუმინეთს ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების მიზერული შანსი გააჩნდა, ალბანეთი კი ნებისმიერ შემთხვევაში მესამე ადგილისთვის გააგრძელებდა ბრძოლას. შეხვედრამ რუმინეთის მცირე ტერიტორიული უპირატესობის ფონზე ჩაიარა, თუმცა ყველაზე მთავარი, გოლის გატანა, რუმინელებმა ვერ შეძლეს.

სამაგიეროდ, მატჩის 43-ე წუთზე თავის გამოჩენა და ისტორიული გოლის გატანა შეძლო არმანდო სადიკუმ. სამი ტურის შემდეგ ალბანეთმა 3 ქულა დააგროვა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და დანარჩენ ჯგუფებში მესამეადგილოსნების გამოვლენას დაელოდება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა,გააგრძელებს თუ არა ჯოვანი დე ბიაზის გუნდი ევრო 2016-ზე ასპარეზობას.

რუმინეთი-ალბანეთი 0:1(0:1)

ლიონი, „სტად დე ლუმიერი“

რუმინეთი: ტატარუსანუ; მატელი; კირიკესი; გრიგორე; საპუნარუ; ჰობანი; პრეპელიტა (სანმარტინი 46); სტანკუ; სტანჩიუ; პოპა (ანდონე 68); ალიბეკი (ტორიე 57)

მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ

ალბანეთი: ბერიშა; ჰისაი; აიეტი; მავრაი; აგოლი; აბრაში; ბაშა (კანა 83); მემუშაი; ლილა; სადიკუ (ბალაი 59); ლენიანი (როში 77)

მწვრთნელი: ჯოვანი დე ბიაზი

გოლი: სადიკუ (43)

გაფრთხილებები: ბაშა (6)- მატელი (54); საპუნარუ (85)-მემუშაი (85); ჰისაი (90)-ტორიე (90)

მთავარი არბიტრი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

https://www.youtube.com/watch?v=Dp-VBro4ucE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g