სლოვაკეთს პირველი თამაში წაგებული ქონდა და ამიტომ რუსებთან შეხვედრაში ყველა გზა მოჭრილი ქონდა. მოგება აუცილებელი იყო. სლოვაკებმა ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრეს. მათ უკვე პირველ ტაიმში მოითავეს საქმე, როდესაც ორი უპასუხო ლამაზი გოლი გაიტანეს. რუსებმა რა თქმა უნდა გაბრძოლება სცადეს და მატჩის დამთავრებამდე ერთი გოლი გაქვითეს კიდეც, თუმცა მეტი ვერაფერი შეძლეს, მოკლედ, სლოვაკეთმა დამსახურებულად დაამარცხა რუსეთი.
რუსეთი-სლოვაკეთი 1:2 (0:2)
15ივნისი. 17:00. ლილი. ”მეტროპოლი”
რუსეთი: აკინფეევი, სმოლნიკოვი, იგნაშევიჩი, ვ.ბერეზუცკი, შჩენიკოვი, ნოიშტედტერი (გლუშაკოვი 46), შატოვი, კოკორინი (შიროკოვი 75), სმოლოვი, გოლოვინი (მამაევი 46), ძიუბა
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი
სლოვაკეთი: კოზაჩიკი, პეკარიკი, შკრტელი, დიურიცა, ჰუბოჩანი, პეჩოვსკი, კუცკა, ვაისი (სვენტო 72), დუდა (ნემეცი 67), ჰამშიკი, მაკი (დიურიში 79)
მწვრთნელი: იან კოზაკი
გოლები: 0:1 ვაისი (32), 0:2 ჰამშიკი (45), 1:2 გლუშაკოვი (80)
გაფრთხილება: დიურიცა (46)
მსაჯი: სკომინა (სლოვენია)
https://www.youtube.com/watch?v=XOK1peHGgxw