LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: რუსეთი – უელსი 0:3 (ვიდეო)

76

ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა უელსის ნაკრებმა B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ”დრაკონები” რუსეთის მაკრებს დაუპირისპირდნენ და სამი უპასუხო გოლიც გაუტანეს.

ანგარიში მე-11 წუთზე აარომ რემსიმ გახსნა,რასაც 9 წუთში ნეილ ტეილორის გოლი მოჰყვა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 67-ე წუთზე გარეთ ბეილმა დააფიქსირა. საბოლოოდ უელსმა 6 ქულა დააგროვა და  ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. რუსეთის ნაკრები კი კონტინენტის პირველობას დაემშვიდობა.

რუსეთი-უელსი 0:3 (0:2)

ტულუზა, ”სტად დე ტულუზა”

რუსეთი: აკინფეევი; სმოლნიკოვი; კომბაროვი; იგნაშევიჩი; ბერეზუცკი (ბერეზუცკი 46); გლუშაკოვი; მამაევი; სმოლოვი (სამედოვი 70); კოკორინი; შიროკოვი (გოლოვინი 52); ძიუბა

მთავარი მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი

უელსი: ჰენესი; ჩესტერი; უილიამსი; გიუნტერი; ტეილორი; დევისი; ალენი (ედვარდსი 74);  ბეილი (ჩარჩი 83); რამზი; ლედლი (კინგი 76); ვოუქსი

მთავარი მწვრთენლი: კრის კოულმენი

გოლები: 0:1 რემსი (11); 0:2 ტეილორი (20); 0:3 ბეილი (67)

გაფრთხილებები: ვოუქსი (17) – მამაევი (64)

მთავარი არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g