მასპინძელი საფრანგეთი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მერვედფინალის საგზური გაინაღდა. ამისათვის ფრანგებს ალბანელების წინააღმდეგობის დაძლევა დასჭრდათ, რაც არც თუ იოლი გასაკეთებელი აღმოჩნდა. ფავორიტებმა გოლები მხოლოდ მატჩის მიწურულს, ბოლოსკენ გაიტანეს და ისე ჩაიწერეს მორიგი სამი ქულა. ალბანეთი ყოჩაღად გაუძალიანდა საფრანგეთს, მაგრამ კლასმა და იღბალმა ბოლოს მაინც თავისი ქნა.
საფრანგეთი – ალბანეთი 2:0 (0:0)
მარსელი, “ველოდრომი”
საფრანგეთი: ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, ევრა; კანტე, მატუიდი; კომანი (გრიზმანი 68), პაიე, მარსიალი (პოგბა 46); ჟირუ (ჟინიაკი 77)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
ალბანეთი: ბერიშა; ჰისაი, აიეტი (ვესელი 84), მავრაი, აგოლი; აბრაში, კუკელი (ჯაკა 74), მემუშაი; ლილა (როში 71), სადიკუ, ლენიანი
მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი
გოლები: 1:0 გრიზმანი (90), 2:0 პაიე (90+5)
გაფრთხილება: კანტე (88) – კუკელი (55), აბრაში (81)
მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)
https://www.youtube.com/watch?v=8dvVVmV4CxM
