ისლანდიური ზღაპარი დასრულდა. მიუხედავად დიდი ანგარიშით დამარცხებისა, ეს პატარა ქვეყანა სამუდამოდ ჩაეწერა ისტორიაში და მასზე აღმატებით კიდევ ძალიან დიდხანს ისაუბრებენ. მასპინძელ საფრანგეთთან და უდაოდ უფრო ძლიერ გუნდთან ისლანდიამ ვერაფერი გააწყო, თუმცა მაინც ბოლომდე იბრძოლა და ორი გოლით დაემშვიდობა მისთვის სადებიუტო ევროს.
საფრანგეთი კი ბუნებრივია ერთ-ერთ ფავორიტად რჩება და დიდი ალბათობით ნახევარფინალში ნაადრევი ფინალი გველოდება, სადაც მასპინძლები გერმანიას ეთამაშებიან. ისტორიულად ამ წყვილში გადამწყვეტ მატჩებს მუდმივად გერმანელები იგებენ, მაგრამ წლევანდელ ევროზე უკვე დაიმსხვრა რამდენიმე ისტორიული კანონზომიერება და შანსი ბუნებრივია საფრანგეთთსაც აქვს, მით უმეტეს, რომ მათ მხარესაა ის ფაქტი, რომ ფრანგები საშინაო პირველობებს (1984 და 1998 წწ) გამარჯვებით ასრულებენ.
საფრანგეთი – ისლანდია 5:2 (4:0)
“სტად დე ფრანსი” (პარიზი). 75 000 მაყურებელი
საფრანგეთი: ლორისი, სანია, ევრა, კოშიელნი (მანგალა, 72), უმტიტი, მატუიდი, გრიზმანი, პოგბა, სისოკო, პაიეტი (კომანი, 80), ჟირუ (ჟინიაკი, 60).
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
ისლანდია: ჰალდორსონი, საევარსონი, სკულასონი, რ.სიგურდსონი, არნასონი (ინგასონი, 46), გუდმუნდსონი, გუნარსონი, ბიარნასონი, გ.სიგურდსონი, ბოედვარსონი (ფინბოგასონი, 46), სიგტორსონი (გუდიონსენი, 83).
მწვრთნელი: ლარს ლაგერბეკი
გოლები: 1:0 ჟირუ (13), 2:0 პოგბა (20), 3:0 პაიეტი (43), 4:0 გრიზმანი (45), 4:1 სიგტორსონი (56), 5:1 ჟირუ (59), 5:2 ბიარნასონი (84).
გაფრთხილება: ბიარნასონი (58), უმტიტი (75).
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).
https://www.youtube.com/watch?v=lnCXC67qhm0
