LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: შვედეთი – ბელგია 0:1 (ვიდეო)

64

ზლატანი შინ მიდის: იბრა და შვედეთი ჯგუფში ჩარჩნენ. სამწუხაროა, მაგრამ შვედებმა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, მათ მოსაგები თამაში ალბათ ჯერ კიდევ ირლანდიასთან უნდა მოეგოთ. ბელგიასთან კი საბოლოოდ ვერაფერს გახდნენ და გამორჩეულზე გამორჩეული იბრაჰიმოვიჩი ევროპას დაემშვიდობა.

ისე, შვედეთის ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო და თან ორივე ამხანაგური.
თავად შვედებს ჯგუფურ ეტაპზე გოლი არ გაუტანიათ, ირლანდიის კარში გასული ბურთი ავტოგოლი იყო.
შვედეთი-ბელგია 0:1
ნიცა. “ალიანზ რივიერა”
გოლები: 0:1 ნაინგოლანი (84. აზარი)

შვედეთი: ისაკსონი – ნილსონ-ლინდელიოფი, იოჰანსონი, გრანკვისტი, ოლსონი – ეკდალი, ლარსონი (70. დურმაზი), ჩელსტრიომი, ფორსბერგი (82. ზენგინი) – ბერგი (63. გუიდეტი), იბრაჰიმოვიჩი

ბელგია: კურტუა – მონიე, ალდერვეირელდი, ვერმალენი, ვერტონგენი – ნაინგოლანი, ვიტსელი – ფერეირა-კარასკო (71. მერტენსი), დე ბრუინი, აზარი (90+3. ორიგი) – ლუკაკუ (87. ბენტეკე)

გაფრთხილება: ეკდალი, იოჰანსონი – მონიე, ვიტსელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g