LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: სლოვაკეთი – ინგლისი 0:0 (ვიდეო)

48

B ჯგუფის დასკვნით, მესამე ტურში ინგლისის ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდა. არცერთი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზედმეტად გასრისკვა არ ისურვა და გუნდებიც  უგოლო ფრის შემდეგ, შესაბამისად, თითო ქულას დასჯერდნენ. შედეგად,ინგლისმა ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულა, სლოვაკეთი კი, რომელმაც 4 ქულა დააგროვა, სხვა ჯგუფებში მესამეადგილოსნების გამოვლენას დაელოდება. შესაძლოა გუნდმა პლეი ოფის საგზური მიიღოს.

სლოვაკეთი-ინგლისი 0:0 (0:0)

სენტ ეტიენი. “სტად ჟოფრუა გიშარი”.

სლოვაკეთი: კოზაჩიკი; შკრტელი; ჰუბოკანი; დიურიცა; პეკარიკი; ჰამშიკი;  ვაისი (სკრინიარი 78); პეკოვსკი (გიომბერი 67); კუცკა; მაკი; დუდა (სვენტო 57)

მთავარი მწვრთნელი: იან კოზაკი

ინგლისი: ჰარტი; კეჰილი; ბერტრანი; სმოლინგი; კლინი; ჰენდერსონი; დაიერი; უილშირი (რუნი 56); სტარიჯი (კეინი 76); ლალანა (ალი 61); ვარდი.

მთავარი მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

გაფრთხილებები: პეკოვსკი (24) – ბერტრანი (52)

მსაჯი: კარლოს ველასკო კარვალიო (ესპანეთი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g