LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრობანკი: საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება

98

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას აანონსებს.

როგორც EBRD-ის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა აცხადებს, განახლებული პროგნოზი მაისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრამდე იქნება წარდგენილი.

„თუ გადავხედავთ, 2016 და 2017 წლებს, საქართველოს ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით, ჩვენ ყველას პოზიტიური განწყობები გვაქვს. თითქმის ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებშია. EBRD-ს პროგნოზი ჯერ არ გადაუხედავს, თუმცა განახლებულ პროგნოზს ყოველწლიურ შეხვედრამდე გავაცხადებთ“, – ამის შესახებ ბრუნო ბალვანერამ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა. ის დარწმუნებულია, რომ მაჩვენებელი ზრდის მიმართულებით შეიცვლება.
ბოლო პროგნოზით, ევრობანკი წელს საქართველოში 3.7%-იან ზრდას ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g