LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრობასკეტ 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნა

122
ევრობასკეტი 2025

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატზე, ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისები დანიშნა.

რეისები 7 და 8 სექტემბერს შესრულდება.

სუბსიდირებული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 7 სექტემბერს დილის 07:00 საათზე შესრულდება, გულშემატკივრები კი უკან, საქართველოში 8 სექტემბერს 19:00 საათზე დაბრუნდებიან.

რეისი მორგებულია საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების თამაშზე, რომელიც 7 სექტემბერს თბილისის დროით 16:15 საათზე გაიმართება.

გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც აეროპორტში თამაშის ბილეთს წარადგენენ.

სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება დღეს, 15:00 საათიდან, ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE-ზე

magti 5g