LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირ–საქართველოს ბიზნეს საბჭომ ახალი ბიზნეს კატალოგი გამოსცა

96

„ევროკავშირ–საქართველოს ბიზნეს საბჭომ“ (EUGBC) ახალი ბიზნეს კატალოგი წარმოადგინა. 2016 წლის გამოცემა EUGBC–ის წევრ კომპანიებს აერთიანებს, რომელთა საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა, საბანკო სექტორი, პროფესიული საკონსულტაციო მომსახურეობა, გადაზიდვა, ვაჭრობა, წარმოება, სოფლის მეურნეობა და სხვა. კატალოგში მოცემულია ინფორმაცია როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე ზომის ადგილობრივი ბიზნესის საქმიანობის და მისი განვითარების პოტენციალის შესახებ.

უახლეს გამოცემაში განხილულია ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პერსპექტივები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტრანსნაციონალური პროექტები. EUGBC BUSINESS LINE ასევე მოიცავს ინფორმაციას ქართული ღვინის, კულტურული მემკვიდრეობის, უძველესი ქართული ნაკეთობებისა და მეტალის წარმოების შესახებ.

,,ეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პირველი კატალოგია, რომელიც ამ ეტაპზე, საქართველოში არსებულ 40-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას წარმოადგენს. კატალოგი სექტორულად გვაქვს დაყოფილი – არის ტურიზმის სექტორი, სერვისები, პროდუქციის წარმოება. ასეთი ტიპის კატალოგებით ჩვენ  განებივრებულები ნამდვილად არ ვართ. მეორე ნომერში, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით ბიზნესკომპანიებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება გვაქვს დაგეგმილი. ვფიქრობთ, კატალოგი კვარტალში ერთხელ გამოვა და ყველა ის თემატიკა იქნება განხილული, რომელიც ბიზნესის განვითარებას ეხება”, – განაცხადა EUGBC-ის გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.

ზვიად ჭუმბურიძემ ახალი კატალოგი ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს, მთავრობის წარმომადგენლებს, დიპლომატებს, სფეროს ექსპერტებს და მედიის წარმომადგენლებს გააცნო. .

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g