LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანოშ ჰერმანი: სერთიფიცირებულ ქართულ პროდუქტს ევროკავშირის გარდა სხვა ქვეყნებიც მიიღებენ

75

”თუ ქართული პროდუქტი სერთიფიცირებული იქნება იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს, მას სხვა ქვეყნებშიც უფრო კარგად მიიღებენ”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა ბიზნესკონფერენციაზე „ევროპული კომპანიები საქართველოში – მზარდი ვაჭრობა და ინვესტიციები“ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი სექტორი, რომელშიც ვაჭრობის ხელშეწყობა იზრდება, სოფლის მეურნეობაა.

„უფრო და უფრო მეტ ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ექნება და უკვე აქვს ევროპულ ბაზარზე წვდომა ტარიფების გარეშე. ეს პროცესი გაიზრდება. იმედი გვაქვს, რომ პროცესი თანდათან გავრცელდება ეკონომიკის სხვა სექტორებზეც. ვფიქრობ, ეს შედეგები არის იმედის მომცემი. ჩვენ ამ შედეგებს განვილხავთ, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ განვიხილოთ ის საკითხი, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მიღწევები იყოს უფრო მყარი. არის ქართული პროდუქცია, რომელიც მაგალითად შვედეთის ან გერმანიის სუპერმარკეტებში გამოჩნდა. ეს წარმატების მაგალითებია. ჩვენ ვისურვებდით, რომ გაიზარდოს მსგავსი შემთხვევები. ვფიქრობ, საქართველოს კარგი მდებარეობა აქვს, რათა გამოიყენოს ევროკავშირთან ასოცირება და გაზარდოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ევროკავშირში ექსპორტი მოითხოვს უფრო მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მიღწევას. ეს მხოლოდ ევროკავშირის გამო არ არის ასე. თუ ქართული პროდუქტი იქნება სერთიფიცირებული იმისათვის, რომ გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე, მას უფრო კარგად მიიღებენ სხვა ქვეყნებშიც. ამიტომაც ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობით შეგვიძლია უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ქართელ ექსპორტიორებს მსოფლიოს მასშტაბითაც“, – განმარტა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში.

„ინვესტიციები ერთი სფეროა, ვაჭრობა კი – მეორე. როგორც ვხედავთ, მას შემდეგ რაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა, 2 წლის შემდეგ ევროკავშირი ახლა არის ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში. ასევე იგი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. როდესაც ვამბობ ევროკავშირს, ვგულისხმობ მის 28 წევრ ქვეყანას. ველოდები, რომ ეს ღონისძიება მოგვცემს შესაძლებლობას, შევაფასოთ, თუ რა ხდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კუთხით და დავინახოთ პერსპექტივა“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები