რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 12 წლისთავს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას, ასევე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას, კვლავ მყარად უჭერს მხარს.
“სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბულობა ძლიერი რჩება და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით არის გათვალისწინებული. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით ე.წ. ბორდერიზაციის, კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტების დროებითი დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით.
12 წელი აგვისტოს ომიდან: “ტკივილის, მოგონების და დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღე”
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ადგილზე მნიშვნელოვანი როლის მქონე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ევროკავშირი კვლავ გამოთქვამს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,”- ნათქვამია განცხადებაში.
https://www.facebook.com/europeanunioningeorgia/posts/3124865067628979