LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წელი აგვისტოს ომიდან: “ტკივილის, მოგონების და დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღე”

206
BeFunky-collage (31)

აგვისტოს ომიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე და პარტიის მხარდამჭერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ და ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ბაქრაძემ მედიასთან კომენტარი გაააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად კონფლიქტისა და უთანხმოებისა, ქვეყნის მთავარი ღირებულებების გარშემო უნდა გავერთიანდეთ.

მისივე თქმით, ოკუპაცია დღემდე გრძელდება, ამიტომ ის საზოგადოებას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს.

„დღეს, პირველ რიგში, არის ტკივილის და მოგონების დღე და პატივს მივაგებთ თითოეულ ადამიანს და ომის ყველა მსხვერპლს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა საქართველოს თავისუფლების დაცვას. ეს არის ასევე, დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღე, როდესაც ყველამ უნდა გავიზაროთ, რომ მიუხედავად უთანხმოებისა და კონფლიქტისა, უნდა შევძლოთ ერთად დადომა და ერთად შრომა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მთავარ ღირებულებებს.

“დღეს საომარი მოქმედებები რომ არ მიმდინარეობს, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს” – დავით ზალკალიანი

საქართველოს მთლიანობა, საქართველოს ერთიანობა და ოკუპაციის დასასრული არის სწორედ ასეთი ღირებულება. ეს პრობლემა, ეს გამოწვევა დღესაც გრძელდება, ოკუპაცია გრძელდება, ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ საერთო ენის მონახვა, ერთად დადგომა და ერთად შეწინააღმდეგება ამ უბედურების მიმართ.

დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება გამთლიანებული, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ერთიანი, დაცული და ევროპული ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, ამ მთავარ საკითხში, მიუხედავად ყველა განსხვავებისა, უთანხმოებისა, ქართველები მოვახერხებთ ერთად დადგომას და მოვახერხებთ ერთად შევაჩეროთ ის დიდი უბედურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა რუსულმა ოკუპაციამ“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g