ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს კვლავ არ აღიარებს და მხარს უჭერს ბელარუსი ხალხის მოთხოვნას ჰქონდეთ ფუნდამენტური თავისუფლება და დემოკრატია.
სკანდალური რეისი ბიზნესინტერესების დასაცავად? – შეუძლია თუ არა ბელარუსს თავისუფლება
ბელარუსში საყოველთაო გაფიცვისა და პროტესტის ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი ბელარუს ხალხს 53 მილიონს ევროს გამოუყოფს.
ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, 2 მილიონი ევრო გამოიყოფა რეპრესირებულთა და სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლთათვის, 1 მილიონი ევრო — სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისთვის, ხოლო 50 მილიონი ევრო მობილიზდება ჯანდაცვის სექტორის, სოციალური სერვისებისა და ბიზნესისათვის.
“თავისუფლების მარში” – მინსკში, ლუკაშენკოს წინააღმდეგ 200 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა
.@EU_Commission will mobilise €53 million for #Belarus:
€2 million to assist victims of repression and state violence
€1 million to support civil society & independent media
€50 million in coronavirus emergency support for health sector, social services and businesses.— Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 19, 2020
გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ სანქციები დაუწესდება ყველა იმ პირს, ვინც ძალადობაში, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდა.