მინსკში ლუკაშენკოს გადადგომის და არჩევნების გადახედვის მოთხოვნით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეკრებილია სულ მცირე 200 000 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ მინსკში აქციები უკვე 1 კვირაა რაც ტარდება, დღევანდელი აქცია კი, ყველაზე მასშტაბურია.
ვიდეო: მინსკში საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტის გარდაცვალების კადრები გავრცელდა
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „გმირებს არ დავივიწყებთ, საშას არ ვაპატიებთ“,”შენ ხარ შენი ხალხის ჯალათი” და „წადი“…