LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი მხარს უჭერს პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობასა – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა

63

ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ბრიუსელში გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა.

22-გვერდიანი დოკუმენტი 21 პუნქტისგან შედგება. ამას გარდა, დეკლარაციაში ჩამოთვლილია ის 20 ამოცანა, რომლის შესრულებაც 2020 წლამდე უნდა მოხდეს. დეკლარაციის თანახმად, სამიტის მონაწილეები ადასტურებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობას ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში.ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს მიდგომა “მეტი მეტისთვის” და ამ მხრივ გამოყოფილია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.

 

 

სამიტის მონაწილეები აღიარებენ პარტნიორთა ევროპულ მისწრაფებას როგორც ასოცირების ხელშეკრულებებშია აღნიშნული. ეს შეთანხმებები უზრუნველყოფს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებას, სამიტის მონაწილეები მიესალმებიან ევროკავშირის მხარდაჭერას მათი იმპლემენტაციის პროცესში. ამ კონტექსტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინკლუზიურობის შენარჩუნების ფონზე, დროულია ასოცირების პარტნიორთა ჩართვა ერთობლივ დისკუსიებში პროგრესზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ეხება ასოცირებასთან დაკავშირებულ რეფორმას, როგორც ამას პარტნიორები მოითხოვენ ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმებების სრული იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით– წერია დოკუმენტის ტექსტში.

 

დოკუმენტის თანახმად, უფრო ძლიერი თანამშრომლობა და მომავალზე ორიენტირებული ყოვლისმომცველი პოლიტიკური დიალოგი არის გასაღები საერთო გამოწვევების გადასალახად და საერთო მიზნების მისაღწევად. მონაწილეები ხაზს უსვამენ როგორც ევროკავშირში, ისე პარტნიორ ქვეყნებში, სახელმწიფო, ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის გაძლიერების, ასევე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ როლის მნიშვნელობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები