ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს,” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი Twitter-ზე წერს.
„რუსეთის გადაწყვეტილება, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ რისკის ქვეშ აყენებს მარცვლეულის ექსპორტის მთავარ მარშრუტს. ევროკავშირი დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება და დაბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებაში“, – წერს ბორელი.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმებას წყვეტს.
ბლინკენი: რუსეთმა მარცვლეულის შეფერხებით ხალხს უთხრა – მეტი გადაიხადეთ ან იშიმშილეთ