LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი საქართველოს ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად სატელიტურ გადაღებებზე წვდომის საშუალებას მისცემს

41

„საქართველოს ევროკავშირი ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად სატელიტურ გადაღებებზე წვდომის საშუალებას მისცემს,“ – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კარლო ნატალემ, ბორჯომის ხეობაში პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კარლო ნატალეს თქმით, ევროკავშირი საქართველოს ექსპერტებითაც დაეხმარება.

კოპერნიკუსის პროგრამის საშუალებით ევროკავშირმა გააქტიურა .. სატელიტური გადაღებები, რომლებიც ევროპაში გამოიყენება. სატელიტების საშუალებით ტყის ხანძრების გავრცელების არეალის გადაღება და შემდეგ ამ რუკების გამოყენება იმისათვის, რომ შემდეგ მოხდეს კარგად დაკვირვება ხანძარზე და ბოლომდე ლოკალიზება. ეს რუკები საქართველოსთვის უკვე დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი.

“ევროკავშირი სრულიად მზად არის, რომ ექსპერტების დახმარების მობილიზება მოახდინოს. ასევე, ჩვენ დახმარებას გავუწევთ ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე იმისათვის, რომ ეს ულამაზესი რესურსი იყოს გადარჩენილი და მომავალში მოხდეს მისი რეაბილიტაცია,“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g