LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებით არის დაინტერესებული, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმირებას და ქვეყნის შემდგომ დემოკრატიზაციას გულისხმობს: ნიკა ჩიტაძე

71
ნიკა ჩიტაძე

პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. ნიკა ჩიტაძის თქმით, ევროკავშირი შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებით არის დაინტერესებული, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმირებას და ქვეყნის შემდგომ დემოკრატიზაციას გულისხმობს. ჩიტაძეს ფიქრობს, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო უკმაყოფილებას იმ მოვლენების მიმართ გამოხატავს, რომელიც თბილისში 5-6 ივლისს განვითარდა.

„შარლ მიშელი საქართველოში დაინტერესებულია დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებით. ევროკავშირი დაინტერესებულია იმით, რომ შესრულდეს 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც გულისხმობს სასამართლო სისტემის რეფორმირებას და საერთო ჯამში ქვეყნის შემდგომ დემოკრატიზაციას, თუმცა მგონია, რომ შარლ მიშელი და მთელი დემოკრატიული სამყარო გამოხატავს უკმაყოფილებას იმ მოვლენების მიმართ, რომელიც საქართველოში 5-6 ივლისს განვითარდა.

ევროკავშირი ცდილობს, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან თანამშრომლობა გამყარდეს. თუ პრაქტიკაში მოხდება იმ იდეების რეალიზება, რაც ითქვა კონფერენციის ფარგლებში მაშინ შეგვიძლია ჩვენ ვილაპარაკოთ კონფერენციის პერსპექტივებზე.

ვფიქრობ, ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს განაცხადის შეტანა ნაადრევია. ბევრი მაჩვენებლით ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყანა მოთხოვნებს. დროის ფაქტორის გარდა უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად სწორი მიმართულებით წავა ქვეყანა“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g