ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ უკრაინის მხარდასაჭერად 5 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროსაბჭოს გვერდი ავრცელებს.
დახმარების პაკეტი მოიცავს ომით დაზარალებული ქვეყნისთვის შეღავათიან სესხს, რომლის პირობებიც ზუსტადაა მორგებული უკრაინის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საჭიროებებზე.
აღნიშნული 5 მილიარდი მაისში დაანონსებული €9-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მეორე ნაწილია, მესამე ტრანშს კი 3 მილიარდი ევროს მოცულობით უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა უკრაინის ეკონომიკის აღდგენაზე, ჰუმანიტარულ პროგრამებზე, თავდაცვასა და გადაუდებელ დახმარებაზე დაიხარჯება.
