LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით, გერმანია რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის მთავარი სამიზნეა

74
FORTUNA.GE-

გერმანია არის ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, რომელიც ყველაზე ხშირად ხდება რუსეთის სამიზნე.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურმა დღეს წარადგინა ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან გავრცელებული დეზინფორმაცია უმეტესად გერმანიას უკავშირდება.

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, ევროკავშირის დეზინფორმაციის მაკონტროლებელმა ორგანომ 2015 წლიდან მოყოლებული განზრახ ყალბი ან შეცდომაში შემყვანი 700 პუბლიკაცია გამოავლინა.

ანგარიშში სხვა ქვეყნების ჩამონათვალსაც ვხვდებით – საფრანგეთთან დაკავშირებული არასწორი ინფორმაცია გავრცელდა 300-ჯერ, იტალიის შემთხვევაში ეს რიცხვი 170-ია, ხოლო ესპანეთთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია 40-ჯერ გავრცელდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული მარეგულირებლები დეზინფორმაციის გავრცელებისთვის რუსეთისკენ მიუთითებენ.

რამდენიმე თვის წინ, აღნიშნულმა ორგანომ ყალბი ინფორმაციის გამოაშკარავების მიზნით, საინფორმაციო პროექტი განახორციელა, რომელის რეიტინგშიც კრემლთან დაახლოებული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული რამდენიმე არასწორი ინფორმაციაც მოხვდა.

2020 წელს გავრცელებული დეზინფორმაცია: ევროკავშირი ყალბი ამბების რეიტინგს აქვეყნებს

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მკაცრია საერთაშორისო შეფასებებიც.

ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ თქვა, რომ რუსეთი ცდილობს, ჩირქი მოსცხოს ევროკავშირის დემოკრატიას.

გუშინ კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა თქვა, რომ რუსეთი ვაქცინებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები