LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის დაფინანსებით თბილისში ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

101

“ევროპული კომპანიები საქართველოში – მზარდი ვაჭრობა და ინვესტიციები”ამ სახელწოდების ბიზნესკონფერენცია გაიმართება თბილისში, 5 მაისს, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით. აღნიშნული კონფერენცია დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში,დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია. ასევე, საქართველოში ევროკაშირის დელეგაციის ხელმძღვანელი იანოშჰერმანი, ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში,  ბრუნო ბალვანერა.

ბიზნეს კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 100–ზე მეტი ევროპული და ქართული კომპანიის ხელმძღვანელი, ასევე, ბიზნეს ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ბიზნეს კონფერენციის ფარგლებში საქართველოში მოქმედი ევროპული კომპანიებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, კერძოდ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ძალაში შესვლის შემდგომ დღის წესრიგში დადგა; ასევე, მხარეები განიხილავენ DCFTA–ის შესაძლებლობებს, რომლებიც შეთანხმების შემდეგ, ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის კუთხით შეიქმნა.

კონფერენციის შემდგომ გაიმართება EUGBC ეკონომიკური ფოტო-გამოფენა. ასევე, ქართული ღვინისა და ბრენდის ექსპო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g