ევროპული მედიაცია საქართველოში გრძელდება – ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მეორე დღეს ევროკავშირის დელეგაცია აჯამებს.
როგორც დელეგაცია აღნიშნავს, ბატონმა დანიელსონმა დაასრულა საწყისი დისკუსიები პოლიტიკური პროცესის ყველა მხარესთან.
„ელჩ ჰარცელთან და მის გუნდთან ერთად, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის ხელშეწყობით, მან იმუშავა პოლიტიკურ მხარეებს შორის საერთო პოზიციების განსასაზღვრად მომავალი კონსულტაციებისთვის”. – აღნიშნულია განცხადებაში.
Summary of the second day of Christian Danielsson’s @DanielssonEU visit to Georgia as @eucopresident envoy to EU mediated political dialogue. pic.twitter.com/rJrDYDrs9o
— EU Delegation Georgia ?? (@EUinGeorgia) March 13, 2021
