LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ელჩი ლუკაშენკოზე: ჩვენ დავგმეთ ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

63
3B1B920D-965E-4B1F-8F68-016694D54B41

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს  ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა დაგმო.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ დავგმეთ ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში, ლუკაშენკო არ არის ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი. მარტივად რომ ვთქვა, ეს ვიზიტი საქართველოს მთავრობის გარეშე მიუღებელია.

რაც შეეხება საქართველოს რეაქციას ამაზე, ეს მთავრობის გადასაწყვეტია.“ –განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ამავე თემაზე:

კრამონი ლუკაშენკოზე: „პუტინის მარიონეტია – მისი აფხაზეთში ჩასვლა შეხსენებაა, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა“

ავსტრიის ელჩი: ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g