ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი ჩასვლა ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ შეხსენებაა, რომ „ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა.“
როგორც ევროპარლამენტარი საკუთარ „ტვიტში“ აღნიშნავს, ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს.
„ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს. მისი ჩასვლა ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს შეხსენებაა რუსეთის ყველა დამშოშმინებლისთვის საქართველოში, რომ ბოროტების დამშვიდება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ლუკაშენკო პუტინით დასრულდება!“ – წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
ამავე თემაზე:
ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს