LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და პუტინი ერთ დასკვნამდე მივედით, აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ“ – რატომ ჩავიდა ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში

114
04020000-0aff-0242-1980-08daa1494edd_cx0_cy10_cw99_w1597_n_r1_st_s

“ეხო კავკაზა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა და მას სასურველი სტუმარი უწოდა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში!“ – განაცხადა ბჟანიამ და იმედი გამოთქვა, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს აფხაზ და ბელარუს ხალხებს შორის ურთიერთობას.

თავის მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტმა ბჟანიას განუცხადა, რომ აფხაზეთის პრობლემებზე რუსეთის პრეზიდენტთან ისაუბრა.

“გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის პრობლემებზე ვსაუბრობდით და ერთ დასკვნამდე მივედით, აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ. უნდა დავეხმაროთ მას”, – განუცხადა ლუკაშენკომ ბჟანიას.

მანვე აღნიშნა, რომ მას ნოსტალგია ჰქონდა აფხაზეთის და მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებული მიზეზით არ არის გამოწვეული.

„ნოსტალგია არასოდეს გვტოვებს. ძველად, ალბათ, 25-27 წლის ასაკში ვიყავი ამ წმინდა მიწაზე. ბუნებრივია, არა როგორც პრეზიდენტი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი ადამიანი, პარლამენტის წევრი.

ჩვენ გვინდა არა მხოლოდ მეგობრობა, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები. ჩვენ ვნახეთ როგორი გახდა დღეს მსოფლიო, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მოგვცემენ. ამიტომაც მეგობრებთან უნდა გავამყაროთ ურთიერთობები”,- თქვა ლუკაშენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g