LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ექსპერტები – ქართული ფიქსირებული ინტერნეტ  ბაზარი არაკონკურენტულია

151
კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგების შესახებ საჯარო პრეზენტაცია ჩაატარა, რომელსაც კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სიჭინავა გაუძღვნენ.

პრეზენტაციაზე კომისიის წევრმა აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კვლევის მეთოდოლოგიის, გამოკვლეული გარემოებებისა და ექსპერტების დასკვნების შესახებ.

კომპლექსური კვლევის შედეგების მიხედვით, ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994-დან 767 დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს მხოლოდ ერთი ოპერატორის მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი, 182 დასახლებაში მცხოვრებთ – ორ ოპერატორზე, ხოლო სამი ან მეტი ოპერატორის მომსახურება მხოლოდ 45 დასახლებაშია ხელმისაწვდომი. ამასთან, ფიქსირებულ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან, კრიტიკულად არაკონკურენტული გარემო 981 დასახლებაშია, კონკურენტული გარემო კი მხოლოდ 9 დასახლებაში აღმოჩნდა.

ევროკავშირის ექსპერტების დასკვნითმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ აღნიშნულ ბაზარზე არ არის კონკურენცია და ეს გარემოება მარეგულირებლის ჩარევისა და წინასწარი რეგულაციის გარეშე არ შეიცვლება, რაც მომხმარებლებისთვის სერიოზული ზიანის მომტანია.

კომუნიკაციების კომისია, კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ბაზრის ანალიზის შედეგებს 1 აგვისტოს საჯარო სხდომაზე განიხილავს.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g