LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე იმედაძემ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ლიდერების სამიტში მიიღო მონაწილეობა

111
კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) წევრმა ეკატერინე იმედაძემ მონაწილეობა მიიღო სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ლიდერების სამიტის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც ფართოზოლოვანი ინტერნეტის დაფინანსების წარმატებულ მოდელებს მიეძღვნა.

ეკატერინე იმედაძემ მოხსენებაში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ქვეყნის ციფრული პოტენციალის რეალიზების მიმართულებით საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დისკუსიის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო რეგიონებში დაფინანსების უნივერსალურ ჩარჩოსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, რაც, თავის მხრივ, ციფრული ეკონომიკის ხელშემწყობი და წამყვანი ინდუსტრიების მიერ კონკრეტული სამოქმედო გეგმების შემუშავებას გულისხმობს.

სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის ლიდერების სამიტი სამხრეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებით დაკომპლექტებული საბჭოს (SAMENA) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ინიციატივაა.

წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა იყო „რეგიონში სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება მისი ინტეგრაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფით“.